Manage and streamline operations across multiple locations, sales channels, and employees to has improve efficiency and your bottom line.

  • ვაჟა-ფშაველას გამზირი №45
  • [email protected]
  • ორშ. - პარ: 10:00 -18:00

საზღვაო გადაზიდვა

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL)

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თითქმის ყველა საზღვაო ხაზთან კარგი ურთიერთობის მეშვეობით მომხმარებლებს უზრუნველვჰოფთ კონკურენტუნარიანი ტარიფებით. ჩვენი დიდი გამოცდილება გვეხმარება შევასრულოთ მომხმარებელთა მოთხოვნები-მოვემსახუროთ სწრაფად და პროფესიონალურად. ჩვენი, როგორც აგენტების, ტარიფები მთავარ საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან საქართველოში დადებულ შეთანხმებას ეფუძნება.

გთავაზობთ ყველა სახის საკონტეინერო გადაზიდვას, სპეციალური კონტეინერების ჩათვლით როგორებიცაა:

ღია კონტეინერი

·         სამაცივრე კონტეინერი

·         ბაქანი

·         და ა.შ.

ჩვენს მომსახურების პაკეტში ასევე შედის:

·         კარიდან–კარამდე ტვირთის აღება და მიწოდება

·         დაზღვევა

·         განბაჟება და დოკუმენტაციის მომზადება.

·         იმპორტ/ ექსპორტის შეგროვება და განაწილება

·         შიდა გადაზიდვა კავკასიის ტერიტორიაზე

·         მულტიმოდალური მომსახურება

·         სატრანზიტო გადაზიდვა

·         გაყინული ტვირთი

·         საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთები

საზღვაო გრუპაჟი (LCL):

“Silver Fox Logistic LLC” თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს დროში განსაზღვრული, ინოვაციური საზღვაო გრუპაჟული მომსახურებით,ჩინეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან,ევროპიდან და აშშ–დან  – საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი). ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი დონის გადაზიდვის გრაფიკს. ჩვენი დიდი საექსპედიტორო გამოცდილება გვეხმარება უზრუნველგყოთ საიმედო მომსახურებით და დაბალი ტარიფებით.

·         ყოველკვირეული საზღვაო გრუპაჟული გადაზიდვა – ჩინეთის პორტებიდან.

·         საზღვაო გრუპაჟი ევროპიდან და აშშ-დან.

·         ტვირთის კარიდან – კარამდე მიტანა.

უპირატესობები

  • საუკეთესოა მძიმე და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებისათვის
  • მოხერხებულია არამალფუჭებადი პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის
  • ეკონომიური ტარიფები დიდი მოცულობის კომერციული ტვირთის გადასაზიდად

უარყოფითი მხარეები

  • ხანგრძლივი სატრანზიტო დრო
  • ტვირთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის სირთულე
  • შეზღუდული მარშრუტები და განრიგები
  • საპორტო გადასახადები
  • საჭიროებს დამატებით სატრანსპორტო საშუალებას ტვირთის კარიდან კარამდე მისაწოდებლად